საქართველო

ილია II მრევლისადმი მიმართვას ავრცელებს

ამ დღემ განსაკუთრებული მადლი მოჰფინა ქვეყანას. ჩვენც გოლგოთა გავიარეთ და აღდგომის სიხარულის თანაზიარნი გავხდით, – ნათქვამია სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის მრევლისადმი მიმართვაში, რომელსაც საპატრიარქო აქვეყნებს.

„საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის წევრ ღვთივკურთხეულ შვილებს, კიდევ ერთხელ გულითადად ყველას გილოცავთ ქრისტეს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს! ამ დღემ განსაკუთრებული მადლი მოჰფინა ქვეყანას. ჩვენც გოლგოთა გავიარეთ და აღდგომის სიხარულის თანაზიარნი გავხდით.

სრულიად საქართველოს ვლოცავ და ვავედრებ უფალს; ვავედრებ ჩვენს წინაპრებს, თითოეული თქვენგანის იმქვეყნად წასულ ოჯახის წევრსა და ახლობელს და ყველა თქვენგანის სახელით შევთხოვ მაცხოვარს, თავისი წყალობა მოჰფინოს მათ უკვდავ სულებს, შეუნდოს შეცოდებანი, ნებსითნი და უნებლიეთნი და საყოფელსა მართალთასა დააწესოს ისინი, ამინ!” – ნათქვამია პატრიარქის მიმართვაში.