საქართველო

ილია მეორე: ხარება იმდენად დიდი დღესასწაულია, წინაპრებისგან მსმენია, ჩიტიც კი ბუდეს არ იკეთებს ამ დღეს

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ სიონის საკათედრო ტაძარში შეკრებილ მრევლს ხარების დღესასწაული მიულოცა და ქადაგებით მიმართა.

„ყველას გილოცავთ ამ დიდებულ დღესასწაულებს. იშვიათი შემთხვევაა, რომ დიდ შაბათს დაემთხვა ხარების დღესასწაული. მთავარანგელოზი გაბრიელი მოევლინა ღვთის განგებით ღვთისმშობელ დედას და მიმართა მას – გიხაროდენ მიმადლებულო მარიამ, უფალი შენთან არს.

ეს დღესასწაული იმდენად დიდი დღესასწაულია, რომ ჩვენი წინაპრები ამბობდნენ, მე გამიგონია მათგან, რომ ჩიტიც კი ბუდეს არ იკეთებს ამ დღესასწაულზე. შევთხოვოთ უფალს, რომ ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ლოცვით, მისი მეოხებით, მისი შუამდგომლობით, მშვიდობა მოგვცეს ჩვენ, სრულიად საქართველოს და მთელ მსოფლიოს.

სულიწმინდა მოვიდეს ჩვენს ზედა და ძალი მაღლისა გვფარვიდეს ჩვენ. ბედნიერი აღდგომა გაგითენოთ ღმერთმა თქვენ, საქართველოს და მთელს მსოფლიოს“, ბრძანა პატრიარქმა.