საქართველო

ილია მეორე: ჩვენ ვცხოვრობთ ურთულეს დროს, ადამიანს უჭირს გაიგოს, სად არის სიმართლე და სად სიყალბე

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ საკვირაო ქადაგებისას ბრძანა, რომ ჩვენ ვცხოვრობთ ურთულეს დროს, როცა სიმართლე და სიბნელე ექიშპება ერთმანეთს, ადამიანს უჭირს გაიგოს, სად არის სიმართლე და სად სიყალბე.

როგორც პატრიარქმა აღნიშნა, უნდა გვახსოვდეს სიმართლე ღვთისაგან მოდის, ურჯულოება კი – ბოროტისგან.

„ყველაფერი დამოკიდებულია ჩვენზე. ჩვენ რას მივაღწევთ, სიმართლეს თუ ურჯულოებას. ღმერთმა ინებოს, რომ განიწმინდოს ჩვენი გონება, ჩვენი გული. ყველაფერში გულის სიწმინდე უნდა გქონდეს ადამიანს. არ უნდა იყოს ისე, რომ ერთი თქვას, მეორეს ფიქრობდეს და მესამეს აკეთებდეს. შევთხოვ უფალს, რომ ყველანი დაგვაჯილდოვოს გულის სიწმინდით“, ბრძანა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა.