საქართველო

ილია დარჩიაშვილი ნიუ-იორკში უნგრელ კოლეგას, პიტერ სიიარტოს შეხვდა

ნიუ-იორკში, გაერო-ს გენერალური ასამბლეის ფარგლებში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი უნგრელ კოლეგას, პიტერ სიიარტოს შეხვდა. ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო რეგიონში მიმდინარე პროცესებს, საქართველოს ევროპული ინტეგრაციის დღის წესრიგს და კიდევ ერთხელ დაფიქსირდა უნგრეთის სრული მხარდაჭერა ამ კუთხით.

„მინისტრებმა ისაუბრეს ქვეყნებს შორის არსებულ თანამშრომლობაზე, ასევე დარგობრივ უწყებებსა და საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის სამუშაო და მაღალი დონის შეხვედრების დაგეგმვაზე სხვადასხვა სექტორის გასააქტიურებლად“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.