Uncategorized, საქართველო

ივანე მაჭავარიანი: თუ კომპანია წარმოგვიდგენს დეკრეტში გასული დასაქმებულების სიას, მათაც მოვახვედრებთ საკომპენსაციო პაკეტში

საქართველოს ფინანსთა მინისტრის ივანე მაჭავარიანის განცხადებით, მთავრობის კომპენსაცია იმ ადამიანებსაც შეეხებათ, რომლებიც დეკრეტში იყვნენ და შესაბამისად, 2020 წლის პირველი კვარტლის ერთ-ერთ თვეში ხელფასი საერთოდ არ დარიცხვიათ.

მისი თქმით, კომპენსაციის მისაღებად კომპანიებმა ასეთი დასაქმებულების სიები უნდა წარადგინონ.

„იყო სეგმენტი, ვინც იყო დეკრეტში გასული. იყო დეკრეტში, მაგრამ ამ პერიოდში არ ერიცხებოდა ხელფასი. შესაბამისად, იმ პრინციპს, რომ პირველი კვარტლის ერთ-ერთ თვეს მაინც ერიცხებოდეს ხელფასი, არ აკმაყოფილებდა. თუმცა, მუშაობდა, იყო გაფორმებული, მაგრამ დეკრეტში არ ერიცხებოდა ხელფასი. იმ ადამიანებსაც, თუ წარმოგვიდგენს კომპანია ამ ადამიანების სიას, იმათაც მოვახვედრებთ ამ საკომპენსაციო პაკეტში“, – განაცხადა ივანე მაჭავარიანმა.