საქართველო

იენს სტოლტენბერგი: ძალიან გვახარებს, რომ საქართველო სწორი მიმართულებით მიდის

ჩვენ მივესალმებით იმ წინსვლას, რომელიც კრიზისების მართვის, კიბერუსაფრთხოების, თავდაცვის ნაწილში და უსაფრთხო კომუნიკაციების ნაწილში აქვს მიღწეული ქვეყანას, – ამის შესახებ ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც ნატოს გენერალურმა მდივანმა აღნიშნა, სწორი მიმართულებით მიდის საქართველო კეთილდღეობის, დემოკრატიის მიმართულებით და ევროატლანტიკურ ოჯახში სრული გაწევრიანებისკენ.

„გილოცავთ დანიშვნას საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე და მოუთმენლად ველით თქვენთან თანამშრომლობას. საქართველო არის ქვეყანა, რომლის ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს მხარს ვუჭერთ. ნატო მოუწოდებს რუსეთს, რომ დაიცვას საქართველოს ტერიტორიის მთლიანობა და ჩვენთვის მიუღებელია, რომ დაკავებული ჰქონდეს რუსეთს საქართველოს ტერიტორიები.
წელს უკვე მეორე წელია, რაც უკრაინაში აწარმოებს რუსეთი აგრესიულ მოქმედებებს და ეს ძალიან ართულებს სიტუაციას, თუმცაღა უკრაინელები გადაჭარბებით ასრულებენ იმ მოლოდინს და ცდებიან იმ მოლოდინს, რომელიც ჰქონდა ქვეყნის მიმართ. ბოლო ორიოდე დღის განმავლობაში გამოცხადდა ახალი მხარდაჭერის პაკეტები, მილიარდობით ევრო გაიცემა უკრაინის დასახმარებლად თავდაცვის, არტილერიის და F-16-ის აღჭურვის მიზნით. ნატოს პარტნიორები მნიშვნელოვან როლს თამაშობს ამ პაკეტების შემუშავებაში, მათ შორის, საქართველო და ათასობით უკრაინელი ლტოლვილი არის საქართველოში შეფარებული. დღეს რეგიონში არსებულ მდგომარეობაზე ვისაუბრეთ, რაც საქართველოსთვის არის აქტუალური. მნიშვნელოვანი რისკია თავისთავად ის, რომ რუსეთი საქართველოს სიახლოვეს, უკრაინაში აწარმოებს ამ აგრესიულ მოქმედებებს და ჩვენ მოვუწოდებთ ალიანსის წევრებს, რომ მოხდეს შავი ზღვის უზრუნველყოფა თავისუფალი მოძრაობისთვის.
დღეს შეხვედრაზე გვექნება საუბარი პარტნიორობა საქართველოსა და ნატოს შორის, როგორ განვავითაროთ ის შემდგომში. ჩვენ მივესალმებით იმ წინსვლას, რომელიც კრიზისების მართვის, კიბერუსაფრთხოების, თავდაცვის ნაწილში და უსაფრთხო კომუნიკაციების ნაწილში აქვს მიღწეული ქვეყანას. ასევე კანდიდატის სტატუსის მიღების შემდეგ, რომელსაც ვულოცავთ ქვეყანას და მოვუწოდებთ, რომ ადგილობრივად განახორციელოს უფრო დიდი ტემპით რეფორმები. ჩვენ ძალიან გვახარებს ის, რომ სწორი მიმართულებით მიდის საქართველო კეთილდღეობის, დემოკრატიის კუთხით და ევროატლანტიკურ ოჯახში სრული გაწევრიანებისკენ. ჩვენ ნატოში გაცნობიერებული გვაქვს სრულად, რომ ვდგავართ თქვენს მხარდამხარ და კიდევ ერთხელ მოგესალმებით ბრიუსელში, ჩვენს შტაბბინაში“, – განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.