აზია, მსოფლიოს ახალი ამბები

იაპონია კიდევ 17 რუსს, მათ შორის ოლიგარქებს, სანქციებს უწესებს

REUTERS-ის ფოტოზე: რუსი ბიზნესმენი ვიქტორ ვექსელბერგი 2020 წლის 21 იანვარს შვეიცარიის ქალაქ დავოსში, მსოფლიოს 50-ე ეკონომიკურ ფორუმზე

იაპონიის ფინანსთა სამინისტრომ განაცხადა, რომ იაპონია დამატებით კიდევ 17 რუსის აქტივებს გაყინავს. როგორც სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, ახალი სანქციების სამიზნე ჯგუფში მოხვდნენ მილიარდერ იური კოვალჩუკის ოჯახის წევრები, რუსეთის პარლამენტის 11 წევრი და რუსი ოლიგარქი ვიქტორ ვექსელბერგი. ამ ნაბიჯით იაპონიის მიერ სანქცირებული რუსების რაოდენობა 61-ამდე გაიზარდა.

ტოკიოს სხვა ორგანიზაციებს შორის სანქციები ასევე დაწესებული აქვს რუსეთის ცენტრალურ ბანკსა და შვიდ კერძო ბანკზე, ისევე როგორც სხვადასხვა ბელორუსულ ორგანიზაციასა და ინდივიდზე.

guardian.ge