საქართველო

„თქვენს გზავნილზე საჩუქარია“ – საერთაშორისო ფულადი გზავნილების აქცია ლიბერთისგან

ლიბერთი ბანკმა საერთაშორისო ფულად გზავნილებზე საზაფხულო აქცია დაიწყო. “თქვენს გზავნილზე საჩუქარია” საზაფხულო კამპანიის ფარგლებში, ყველაზე აქტიური მომხმარებელი, რომელიც აქციის პერიოდში ლიბერთის ნებისმიერი არხით ყველაზე მეტჯერ მიიღებს და/ან გააგზავნის საერთაშორისო ფულად გზავნილს, საჩუქრად 10 000 ლარს მიიღებს.

მთავარი პრიზის გარდა, კამპანიის ფარგლებში დაწესებულია სხვა საჩუქრებიც:

100 ლარის მოგების შანსი – ყოველდღე
100 „ჭკვიანი“ საათი
ბრენდირებული საჩუქრები ყოველი მე-10 მომხმარებლისთვის
საერთაშორისო ფულადი გზავნილების აქციაში ჩართვა ნებისმიერი მომხმარებლისთვის მარტივია და საკმარისია აქციის პერიოდში გზავნილის მიღება, ან გაგზავნა ლიბერთი ბანკის ნებისმიერ სერვის ცენტრში, ან დისტანციური არხების – ინტერნეტ და მობაილ ბანკის საშუალებით.

ნებისმიერი საერთაშორისო გზავნილის მიღებისას და/ან გაგზავნისას, მომხმარებლები ლიბერთი ბანკის სერვის ცენტრებსა და მობაილ ბანკში ისარგებლებენ ვალუტის გაცვლის სპეც.კურსით.

როგორც ყოველდღიური, ისე მთავარი საჩუქრების მისაღებად საჭირო პირობებს ლიბერთი ბანკი საკუთარ ვებ გვერდზე აქვეყნებს: libertybank.ge

აქცია დაიწყო 2021 წლის 1 ივლისს და გაგრძელდება 2021 წლის 30 სექტემბრის ჩათვლით.