ევროპა, მსოფლიოს ახალი ამბები

თურქეთში ზვავის ჩამოწოლის შედეგად 33 ადამიანი დაიღუპა

33 ადამიანია დაღუპული და ათეულობით ზვავშია მოყოლილი თურქეთში მთის ფერდობზე მეორე ზვავის ჩამოწოლის შედეგად. დაახლოებით 300 მაშველი იმყოფება შემთხვევის ადგილას, ირანთან აღმოსავლეთ საზღვრის სიახლოვეს, სადაც სამშაბათს ჩამოწოლილმა ზვავმა 5 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.

როგორც BBC იუწყება, სავარაუდოდ 500-ზე მეტი ადამიანია სატრანსპორტო საშუალებაში მომწყვდეული იმ ტერიტორიაზე, სადაც ოთხშაბათს მეორე ზვავი ჩამოწვა.

საერთო ჯამში გარდაცვლილთა რაოდენობამ 38 შეადგინა. როგორც BBC თურქულ გაზეთ Hurriyet-ზე დაყრდნობით იუწყება, ვანის პროვინციის გუბერნატორმა მეჰმეტ ემინ ბილზენმა განაცხადა, რომ სამოქალაქო პირების გარდა დაღუპულთა შორის პოლიციის ოფიცრები, დაცვის სამსახურის წარმომადგენლები და მეხანძრე-მაშველები არიან.

სამძებრო-სამაშველო სამუშაოები ისევ მიმდინარეობს. თურქეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ამ დროისთვის თოვლიდან 30 ადამიანია ამოყვანილი.

გარდაცვლილთა და დაზიანებამიღებულთა რიცხვი შესაძლოა კიდევ უფრო გაიზარდოს.

guardian.ge