აზია, მსოფლიოს ახალი ამბები

თურქეთსა და სირიაში მიწისძვრის შედეგად 7 800-ზე მეტი ადამიანია დაღუპული

6 თებერვალს მომხდარი ორი მძლავრი მიწისძვრის შემდეგ მაშველები სამხრეთ თურქეთსა და ჩრდილოეთ სირიაში დღე და ღამე, ყინვაში, თავგანწირვით ეძებენ ნანგრევებში მოყოლილ გადარჩენილებს. ბოლო მონაცემებით, დაღუპულია 7 800-ზე მეტი ადამიანი და ვარაუდობენ, რომ მსხვერპლის რაოდენობა კიდევ უფრო მეტად გაიზრდება.

აშშ-ის გეოლოგიური სამსახურის ცნობით, 6 თებერვალს 7,8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა ადგილობრივი დროით 04:17 საათზე (01:17 GMT) დაფიქსირდა 17,9 კმ სიღრმეში ქალაქ გაზიანტეპთან ახლოს.

იმავე დღეს, ადგილობრივი დროით 13:30 საათზე, განმეორებით, 7.5 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისსძვრა მოხდა ამავე რეგიონში.

თურქეთის პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, ქვეყანაში 7-დღიანი გლოვაა გამოცხადებული.

guardian.ge