აზია, მსოფლიოს ახალი ამბები

თურქეთის სახმელეთო ჯარები ჩრდილოეთ სირიაში შევიდნენ

თურქეთის სახმელეთო ჯარები ჩრდილოეთ სირიაში შევიდნენ, რაც ანკარას კამპანიის ნაწილია, გაათავისუფლოს საზღვრის ტერიტორია ქურთი მებრძოლებისაგან, განაცხადა თურქეთის პრემიერ მინისტრმა.

თურქული მედიის ცნობით, ბინალი ილდირიმმა თქვა, რომ ოპერაციის მიზანი სირიის სიღრმეში 30-კმ-იანი „უსაფრთხო ზონის“ ჩამოყალიბებაა.

თურქეთმა ქურთული მილიციის, „სახალხო დაცვის ქვედანაყოფის“ წინააღმდეგ სირიის აფრინის რეგიონში საჰაერო დარტყმები შაბათს წამოიწყო, რითაც, როგორც BBC წერს, შეერთებულ შტატებთან დაძაბულობის გაზრდის საფრთხეები იქმნება, რადგან ვაშინგტონი „ისლამური სახელმწიფოს“ ჯიჰადისტების წინააღმდეგ ბრძოლაში „სახალხო დაცვის ქვედანაყოფს“ უჭერდა მხარს.

„სახალხო დაცვის ქვედანაყოფმა“ უარყო თურქული ჯარების აფრინის მიწაზე ყოფნა, განაცხად რა, რომ მათ „მოიგერიეს მტრის იერიში“ და აიძულეს თავდამსხმელები უკან დაეხიათ.

თურქმა სამხედროებმა განაცხადეს, რომ მათ ჯერჯერობით 153 სამიზნე აიღეს, რომელიც ქურთ მებრძლებს ეკუთვნით, მაშინ როცა ღამის განმავლობაში ქურთულმა რაკეტებმა დარტყმები სასაზღვრო ქალაქ კილისს მიაყენეს.

სირიელი ქურთების „სახალხო დაცვის ქვედანაყოფი“ ეთნიკური არაბების მილიციასთან ერთად, რომელსც „სირიული დემოკრატიული ძალები“ ჰქვია, აშშ-ის მხარდაჭერილი ალიანსის შემადგენელი ნაწილია. „სირიული დემოკრატიული ძალები“ აცხადებს, რომ მას არ ექნება არჩევანი გარდა იმისა, რომ დაიცვას საკუთარი თავი, თუკი მათზე თავდასხმა განხორციელდება.