საქართველო

თვითიზოლაციაში მყოფ ამომრჩევლებს მეორე ტურში მონაწილეობისთვის, გადასატანი ყუთის მოთხოვნა დღეს 18:00 საათამდე შეეძლებათ

თვითიზოლაციაში მყოფ ამომრჩევლებს პარლამენტის არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობისთვის, გადასატანი ყუთის მოთხოვნა დღეს 18:00 საათამდე შეეძლებათ. მათ ამისთვის ცესკოს საინფორმაციო ცენტრს უნდა მიმართონ.

სამკურნალო დაწესებულებებსა და იზოლაციაში მყოფ ამომრჩეველთა არჩევნებში მონაწილეობის უზრუნველყოფის მიზნით, შექმნილია 81 სპეციალური უბანი.

საქართველოს პარლამენტის არჩევნების მეორე ტური 17 მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში 21 ნოემბერს გაიმართება.