საქართველო

თეოლოგი გიორგი ტიგინაშვილი: საპატრიარქოში გარკვეული ჯგუფები ილია მეორეს გადადგომას აიძულებენ

თეოლოგი გიორგი ტიგინაშვილი აცხადებს, რომ საპატრიარქოში გარკვეული ჯგუფები ილია მეორეს გადადგომას აიძულებენ.

თეოლოგის თქმით, „პატრიარქის გადადგომასთან დაკავშირებულ შეთქმულებაზე” ინფორმაცია არაერთი კონფიდენციალური წყაროსგან აქვს.

„კონფიდენციალურმა წყარომ, თანაც არაერთმა, მაცნობა კათალიკოს პატრიარქის გადადგომასთან დაკავშირებულ შეთქმულებაზე, რომელსაც აწყობს საქართველოს საპატრიარქოს სამდივნოს თანამშრომელთა გარკვეული კოლეგია და ამავდროულად, იერარქიის წარმომადგენლებიც, რომელთაც სურთ, რომ დაჩქარებული წესით მოხდეს მეუფე შიოს კათოლიკოს-პატრიარქის თანამდებობაზე არჩევა, რადგან ისინი თვლიან, რომ უშუალოდ კათოლიკოს პატრიარქის სიცოცხლეში მას ბევრად უფრო მეტი შანსები აქვს, ვიდრე გარდაცვალების შემდეგ. რამდენიმე გავლენიანი ბიზნესმენი არია დაინტერესებული აღნიშნული მზაობის სისრულეში მოყვანით, რადგან ისინი აცნობიერებენ, რომ უშუალოდ კათოლიკოს-პატრიარქის ტახტის მოსაყდრე შიოს ძლზედ დაბალი შანსები აქვს იმისთვის, რომ გახდეს პატრიარქი.

თუ რატომ უნდათ მისი კათოლიკოს პატრიარქად დადგინება, ესეც არ არის საიდუმლო, რადგან მეუფე შიო საკუთარი მსოფლმხედველობრივი აზროვნებით, პირადი კონტაქტებით დაკავშირებულია რუსეთის ეკლესიის პლატფორმასთან. როგორც მაღალი სამღვდელო იერარქიის, ისე რიგითი სამღვდელო დასის წარმომადგენლებიც, რომლებიც აცნობიერებენ, რომ იმ შემთხვევაში, თუკი, ადმინისტრაცია შეიცვალა, გარკვეულწილად ზოგიერთი მათგანის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხიც დადგება იმ ფინანსური მანიპულაციებისთვის, ზნეობრივი დაცემისთვის, რომელსაც ისინი საკუთარ თავში წარმოადგენენ. ამიტომ მათთვის პრობლემურია ცვლილება ადმინისტრაციისა, რომელიც არ იქნება მათი ინტერესების დამცველი, რადგან ის დაგროვილი კაპიტალი, რომელიც მათ გააჩნიათ, მაფიოზური გზით მოპოვებული, უნდა შენარჩუნდეს, მათი აზრით, და ცხადია, უსაფრთხოების გარანტიებიც მათთვის მნიშვნელოვანია. ნებისმიერ შემთხვევაში, უნდა ითქვას, რომ მოსახყდრე არის პროექტი შორენა თეთრუაშვილისა, რომელიც არის რეზიდენტი და აგენტი კრემლისა. პატრიარქის პოზიცია არის საკმაოდ პრინციპული, ხისტი და შეუვალი. მას არ სურს, რომ რეალურად აღნიშნული კონსპირაციული გეგმა განხორციელდეს, მაგრამ ის არის უზარმაზარი ზეწოლის, წნეხის და რეპრესიული მანქანების ქვეშ”, განაცხადა გიორგი ტიგინაშვილმა „რუსთავი 2″-თან საუბრისას.