საქართველო

თელავის მერია მოსახლეობას აფრთხილებს, რომ 14, 15 და 16 დეკემბერს ქვემეხებიდან გაისვრიან

თელავის მუნიციპალიტეტის მერია მოსახლეობას აფრთხილებს, საქართველოს პრეზიდენტის ინაუგურაციასთან დაკავშირებით ქვემეხებიდან გაისვრიან.

„გაცნობებთ, რომ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის ინაუგურაციასთან დაკავშირებით, 2018 წლის 14, 15 და 16 დეკემბერს 13:00 საათიდან 15:00 საათამდე პერიოდში მოხდება ქვემეხებიდან ერთობლივი გასროლა.

გთხოვთ, გაავრცელოთ აღნიშნული ინფორმაცია“, – ნათქვამია თელავის მუნიციპალიტეტის მერიის განცხადებაში.