საქართველო

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში კორონავირუსი 15 ადამიანს დაუდასტურდა

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში კორონავირუსის დადასტურების ყველა შემთხვევა ე.წ. სამედიცინო კლასტერს განეკუთვნება. ერთი ახალი შემთხვევა კი, თეთრიწყაროში გუშინ დადასტურდა.

ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის, შოთა რეხვიაშვილის ინფორმაციით, ლუგარის ლაბორატორიამ სულ 170 საკვლევი მასალა წაიღო აქედან ვირუსი 16 შემთხვევაში დადასტურდა.

„ჯამურად გავრცელება შეადგენს თეთრიწყაროში 38 ფაქტს. მერიისა და საკრებულოს თანამშრომლები განეკუთვნებოდნენ მაღალი რისკის ჯგუფს, საბედნიეროდ ყველა მათგანზე პასუხი უარყოფითი ჩამოვიდა. ყველა დადასტურებული შემთხვევა ცნობილი კლასტერია. დაფიქსირებულია 200-ზე მეტი კონტაქტი, აქედან 100-ზე მეტია მჭიდრო კონტაქტი“, – განაცხადა შოთა რეხვიაშვილმა.