საქართველო

თეა წულუკიანი: ჩვენ საერთაშორისო კვლევებით უნდა გავზომოთ რეფორმების წამატება

იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დეპუტატებს სამინისტროს მუშაობის შედეგები გააცნო:

“ჩვენ ჩავატარეთ კვლევა, რითაც გავზომეთ მართლმსაჯულების რეფორმის 3 ტალღისა და არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების რეფორმის. ეს კვლევა იუსტიციის სამინისტროს დაკვეთით ჩაატარა მსოფლიოში ერთ-ერთმა ყველაზე მაღალი რეპუტაციისა და კვალიფიკაციის კომპანიამ „IPSOS France“-მ, „Amicus Curiae“-მ, ასევე ცნობილმა ვიქტიმოლოგმა პროფესორმა იან ვან დაიკმა.

კვლევა აჩვენებს, რომ საზოგადოება მართლმსაჯულების რეფორმის 3 ტალღას და არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების რეფორმას იმგვარად, რომ თვლის, რომ მათ მოიტანეს წარმატებული შედეგი. საზოგადოების 51% თვლის, რომ სასამართლო გახდა უფრო დამოუკიდებელი. საშუალოევროპული მაჩვენებელი ამ ნაწილში გახლავთ 52%. ასევე მოსახლეობის ის ნაწილი, რომელსაც ჰქონია ან არ ჰქონია სასამართლოში დავა, მათი 52% ფიქრობს, რომ დღევანდელი სასამართლო სისტემა უფრო სანდოა, ვიდრე ადრე, ხოლო 55% მათი, ვისაც ჰქონია დავა სასამართლოში, ფიქრობს, რომ რეფორმების შედეგად სასამართლოები უფრო სანდოები არიან, ვიდრე იყვნენ.

გამოვლინდა ხარვეზებიც. კვლევის თანახმად, საზოგადოება მიიჩნევს, რომ სასამართლოები არიან ნელი, ძვირი და სერვისს გაუმჯობესება სჭირდება. მე ვფიქრობ, მსგასვი კვლევები 2 წელიწადში ერთხელ უნდა ჩავატაროთ, რათა გავზომოთ იმ რეფორმების წარმატება და წარუმატებლობა, რომელსაც ჩვენ ვატარებთ და გავზომოთ ისინი ისეთი კვლევებით, რომელსაც აქვთ მაღალი სანდოობა“, – აღნიშნა იუსტიციის მინისტრმა