საქართველო

თეა წულუკიანი გრიგოლ ვაშაძეს პასუხობს: სხვადასხვა მინისტრების გადადგომის მოთხოვნის ნაცვლად, ჯობია, დაკავდეს საქმით

იუსტიციის მინისტრი მისი და საგარეო საქმეთა მინისტრის გადადგომის მოთხოვნის შესახებ გაერთიანებული ოპოზიციის პრეზიდენტობის კანდიდატის განცხადებას ეხმაურება.

როგორც თეა წულუკიანი ამბობს, გრიგოლ ვაშაძე მინისტრების გადაგომის მოთხოვნის ნაცვლად, უმჯობესი იქნება, საქმით დაკავდეს.

„ეს არის ადამიანი, რომელმაც გადაწყვიტა, რომ საქართველოში სსრკ უნდა დაბრუნდეს მისი სახით; ეს არის ადამიანი, რომელიც იყო საბჭოთა დიპლომატი და ძალიან დიდი დანანებით და ლამის ცრემლებით როცა იძლებული გახდა, დაბრუნა რუსული პასპორტი; ეს არის ადამიანი, რომლის ნდობა უბრალოდ არ შეიძლება ოკუპირებულ ქვეყანაში. მე მას ვუწინასწარმეტყველებ მეორე ტურში ძალიან დიდ მარცხს. სხვადასხვა მინისტრების გაადაგომის მოთხოვნის ნაცვლად, ჯობია, დაკავდეს საქმით”, უთხრა ჟურნალისტებს თეა წულუკიანმა.