საქართველო

თბილისში, რუსთაველის გამზირზე გაერთიანებული ოპოზიციის საპროტესტო აქცია მიმდინარეობს

ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების გამართვის მოთხოვნით თბილისში, რუსთაველის გამზირზე  “ნაციონალური მოძრაობის” და მასთან გაერთიანებული სხვა 10 პოლიტიკური პარტიის ლიდერები და მხარდამჭერები შეიკრიბნენ.

გაერთიანებული ოპოზიცია და მათი საპრეზიდენტო კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე 28 ნოემბრის არჩევნების შედეგებს არ აღიარებს და მას არალეგიტიმურს უწოდებს.

გაერთიანებული ოპოზიცია მთავარ მოთხოვნად ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნას აყენებს, რომელიც პროპორციული ან პროპორციულ-რეგიონული პრინციპით უნდა ჩატარდეს.