საქართველო

თბილისში მოსახლეობისთვის წყლის ტარიფი გაძვირდა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების კომისიამ (სემეკი) თბილისში სასმელი წყლის ტარიფის ზრდა მხარი დაუჭირა. ახალი ტარიფი 2021 წლის პირველი იანვრიდან შევა ძალაში და 2023 წლის ჩათვლით იმოქმედებს. ახალი ტარიფის ორივე შემადგენელი კომპონენტი – „წყლის მიწოდება“ და „წყალარინება“ (კანალიზაცია) გაძვირებულია.



სემეკი-ის გადაწყვეტილებით, ახალი ტარიფები ასე განისაზღვრება:

შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ ახალი სამომხმარებლო ტარიფები
საყოფაცხოვრებო ტარიფები დღგ-ს ჩათვლით:

გამრიცხველიანებული აბონენტებისთვის – 0.50 თეთრი/მ3

გაუმრიცხველიანებელი (სულადობრივი) – 4.518 ლარი/სულზე/თვეში

არასაყოფაცხოვრებო ტარიფები დღგ-ს ჩათვლით – 6.503 ლარი/მ3



შპს „რუსთავის წყლის“ ახალი სამომხმარებლო ტარიფები
საყოფაცხოვრებო ტარიფები დღგ-ს ჩათვლით:

გამრიცხველიანებული აბონენტებისთვის – 0.50 თეთრი/მ3

გაუმრიცხველიანებელი (სულადობრივი) – 3.004 ლარი/სულზე/თვეში

არასაყოფაცხოვრებო ტარიფები დღგ-ს ჩათვლით – 3.703 ლარი/მ3

დღეს ცნობილი გახდა, რომ მთავრობა თბილისში, მცხეთასა და რუსთავში სოციალურად დაუცველებისთვის წყლის ტარიფის მატებას სრულად დაასუბსიდირებს.