საქართველო

თბილისში, თემქის დასახლებაში ახალგაზრდა ქალის ცხედრის აღმოჩენის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს

თბილისში, თემქის დასახლებაში ცივი იარაღით მიყენებული ჭრილობების შედეგად გარდაცვლილი 20 წლის გოგოს ცხედრის აღმოჩენის შესახებ ოფიციალურ ინფორმაციას ავრცელებს შინაგან საქმეთა სამინისტრო.

„დღეს დილით, გამთენიისას, თბილისში, თემქის დასახლებაში, აღმოჩენილ იქნა ახალგაზრდა ქალის ცხედარი, რომელსაც, პირველადი ინფორმაციით, ცივი იარაღით მიყენებული ჭრილობები აღენიშნება. გარდაცვლილი იდენტიფიცირებულია – იგი არის 1997 წელს დაბადებული ა.ნ. შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტი ინტენსიურ ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებებს ახორციელებს. შემთხვევის ადგილზე მუშაობენ ექსპერტ-კრიმინალისტები. მიმდინარეობს გარდაცვლილის ოჯახის წევრების გამოკითხვა. გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს108-ე მუხლით დაიწყო“, აღნიშნულია შსს-ს ინფორმაციაში.