საქართველო

თბილისში ბუნებრივი აირის ტარიფი 0.014 თეთრით შემცირდა – „სოკარ ჯორჯია გაზის” აბონენტებისთვის კი 0.011 თეთრით

თბილისში ბუნებრივი აირის ტარიფი 0.014 თეთრით შემცირდა. „ყაზტრანსგაზ-თბილისის” აბონენტები 2019 წლის პირველი იანვრიდან ერთ კუბურ მეტრ გაზში 46.153 თეთრის ნაცვლად, 46.139 თეთრს გადაიხდიან.

გადაწყვეტილება საქართველოს ენრგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის წევრებმა ერთხმად მიიღეს.

კომპანია „სოკარ ჯორჯია გაზის” აბონენტებისთვის ბუნებრივი აირის ტარიფი, რომელიც ამჟამად 56.940 თეთრია, ასევე შემცირდა – 0.011 თეთრით.

ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის დადგენილების პროექტით, 2019 წლის პირველი იანვრიდან ტარიფი 56.929 თეთრი უნდა გახდეს.