საქართველო

თბილისსა და იმერეთის რეგიონში ხვალიდან რესტორნები, ყველა გასართობი დაწესებულება 22:00 საათამდე იმუშავებს

თბილისსა და იმერეთის რეგიონში ხვალიდან რესტორნები, ყველა გასართობი დაწესებულება 22:00 საათამდე იმუშავებს, – განაცხადა საქართველოს პრემიერ მინისტრმა, გიორგი გახარიამ მთავრობის დღევანდელი სხდომის შემდეგ.

„ჩვენი ძირითადი სტრატეგია გახლავთ სწრაფი წერტილოვანი შეზღუდვები, რომელსაც უნდა ჰქონდეს სწრაფი შედეგი. იმ ეპიდემიოლოგიური მდგომარეობიდან გამომდინარე, რომელიც დღეს არის ქვეყანაში, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ თბილისსა და იმერეთში ხვალიდან რესტორნების და ყველა გასართობი დაწესებულების მუშაობა  22:00 საათიდან შეიზღუდება ეს მოგვცემს საშუალებას ვირუსის გავრცელება შევანელოთ“, – განაცხადა გახარიამ.