საქართველო

თბილისი-ბერლინი-თბილისის მიმართულებით სპეციალური რეისი 25 ივლისს შესრულდება

თბილისი-ბერლინი-თბილისის მიმართულებით სპეციალური რეისი 25 ივლისს შესრულდება. ინფორმაციას სამოქალაქო ავიაციის სააგენტო ავრცელებს.

სააგენტოს ინფორმაციით, უცხოეთში მყოფი საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში ორგანიზებულად დაბრუნების მიზნით, საქართველოს მთავრობის ინიციატივით, ივლისში დანიშნულ სპეციალურ რეისებს ბერლინის მიმართულება დაემატა. თბილისი – ბერლინი – თბილისის საჰაერო ხაზზე ფრენას ავიაკომპანია MyWay Airlines 25 ივლისს შეასრულებს.

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მიერ განსაზღვრული ავიარეისი Boeing B737-800 ტიპის საჰაერო ხომალდით შესრულდება და ბილეთის ღირებულება 200 ევროზე მეტი არ იქნება.

ბილეთების შეძენას მგზავრები ავიაკომპანიის ვებგვერდზე შეძლებენ.