საქართველო

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი კვლავ გიორგი შარვაშიძე გახდა

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი კვლავ გიორგი შარვაშიძე გახდა.

არჩევნებში მონაწილეობა თსუ-ის აკადემიური საბჭოს 37-მა წევრმა მიიღო.

გიორგი შარვაშიძეს მხარი საბჭოს 32-მა წევრმა დაუჭირა, ხოლო გიორგი ბარამიძემ და ცირა ბარამიძემ თითო ხმა მიიღეს.