საქართველო

თბილისის სააპელაციო სასამართლომ დეკანოზი გიორგი მამალაძე დამნაშავედ სცნო

თბილისის სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება, რითაც დეკანოზი გიორგი მამალაძე შურისძიების მოტივით განზრახ მკვლელობის მომზადებაში დამნაშავედ სცნო. სასამართლომ გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა იარაღის უკანონო შეძენა-შენახვის ბრალშიც.

მკვლელობის მომზადებისთვის დეკანოზს 9-წლიანი პატიმრობა შეეფარდა, ხოლო იარაღის უკანონო შეძენა-შენახვისთვის გიორგი მამალაძეს 2 თვით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი.

სასჯელის შთანთქმის პრინციპით, დეკანოზს საბოლოოდ 9 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვს შეფარდებული.