საქართველო

თბილისის პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში 80 წლის ქალი კორონავირუსისგან გამოჯანმრთელდა

თბილისის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა, ლევან რატიანმა განაცხადა, რომ მათ კლინიკაში კორონავირუსისგან 80 წლის ქალი გამოჯანმრთელდა, რომელიც 18 დღის წინ კლინიკაში კრიტიკული მდგომარეობით შეიყვანეს.

„ყველასთვის საინტერესო შემთხვევა, ქალბატონი 80 წლის, რომელიც ჩვენს კლინიკაში შემოვიდა 18 დღის უკან, კრიტიკულ მდგომარეობაში, იმყოფებოდა ფილტვის ხელოვნურ ვენტილაციაზე, კლინიკურად სახეზე იყო ფილტვის მწვავე დაზიანების სინდრომი, გულის მწვავე დაზიანების სინდრომი, თირკმლის მწვავე დაზიანების სინდრომი, იცით, რომ ეს ქალბატონი მოიხსნა აპარატიდან, მოხსნილია ჟანგბადდამოკიდებულება, პროტოკოლის მიხედვით ჩატარებული ტესტირების შედეგად, ქალბატონთან მივიღეთ ორჯერადად უარყოფითი პასუხი. დღეს ქალბატონი გადადის თერაპიულ განყოფილებაში და რამდენიმე დღეში, ალბათ ორშაბათისთვის, გაეწერება კლინიკიდან“, – განაცხადა ლევან რატიანმა.