საქართველო

თბილისის მეტროს რეაბილიტაციისა და ახალი მოძრავი შემადგენლობის შესაძენად 75 მილიონი ევროს სესხი გამოიყო

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD) მწვანე კლიმატის ფონდი (GCF) საქართველოს 75 მილიონი ევროს სესხს გამოუყოფენ. (65 მლნ – EBRD, 10 მლნ – GCF), – ინფორმაციას ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი ავრცელებს.

გავრცელებული ინფორმაციით, სესხი თბილისის მეტროს რეაბილიტაციასა და ახალი მოძრავი შემადგენლობის შეძენას ითვალისწინებს.

„თბილისის მოქალაქეები 75 მილიონი ევროს ოდენობის სამთავრობო სესხით ისარგებლებენ. აქედან 65 მილიონს EBRD უზრუნველყოფს, ხოლო დანარჩენი მწვანე კლიმატის ფონდიდან (GCF) გამოიყოფა.  სესხი დედაქალაქის მთავარი სატრანსპორტო საშუალების, მეტროს რეაბილიტაციასა და ახალი მოძრავი შემადგენლობის შეძენას ითვალისწინებს. სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურის ფუნქციონირების ხელშეწყობა EBRD-ის მხრიდან კოროვირუსის პანდემიაზე რეაგირების მთავარი შემადგენელი ნაწილია. ამასთან, ბანკისთვის კვლავ პრიორიტეტულია მწვანე და მდგრადი საინვესტიციო გადაწყვეტილებები“, – ნათქვამია EBRD-ის ინფორმაციაში.