საქართველო

თამარ გაბუნია: „ვირუსი ვრცელდება ევროპის ყველა ქვეყანაში, ამდენად, ერთი კონკრეტული ქვეყნიდან მოგზაურობის შეზღუდვაზე ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია რეკომენდაციას არ იძლევა“

ახალი კორონავირუსი ვრცელდება ევროპის ყველა ქვეყანაში. ამდენად, ერთი რომელიღაც კონკრეტული ქვეყნიდან მოგზაურობის შეზღუდვასთან დაკავშირებით ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია რეკომენდაციას არ იძლევა, – განაცხადა საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ.

მან საქართველოს მოქალაქეებს მოგზაურობისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდა.

„ვირუსი ვრცელდება ევროპაში, ყველა ქვეყანაში, ამენად, ერთი რომელიმე კონკრეტული ქვეყნიდან მოგზაურობების შეზღუდვასთან დაკავშირებით ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია რეკომედაციას არ იძლევა, ჩინეთთან, ირანთან შეზღუდვა დაწესდა მხოლოდ იმ მოტივიდან გამომდინარე, რომ იმ კონკრეტული მომენტისთის ყველაზე მაღალი რისკი მოდიოდა ჩინეთიდან და ირანიდან. ვინაიდან  რისკი გარკვეულწილად გავრცელდა და თანაბრდება ევროპის რეგიონში, რომელიმე კონკრეტული ქვეყნიდან მოგზაურობის შეზღუდვას რამე დიდი ეფექტი ვერ ექნება, ამდენად, ჩვენი რეკომენდაციაა საქართველოს მოქალაქეებისთვის, თავი შეიკავონ ზოგადად მოგზაურობისგან”, – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ.

როგორც მან აღნიშნა, სამინისტრო მიყვება საერთაშორისო რეკომენდაციებს.