საქართველო

თამარ გაბუნია: ახალციხეში მომხდარ შემთხვევასთან დაკავშირებით, სავარაუდოდ, საქმე ეხება ვაქცინაციის შემდეგ უიშვიათეს გართულებას

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, ახალციხეში მომხდარ შემთხვევასთან დაკავშირებით, სავარაუდოდ, საქმე ეხება ვაქცინაციის შემდეგ უიშვიათეს გართულებას, თუმცა, უნდა დაელოდონ ექსპერტების დასკვნას, რადგან არ არის გამორიცხული, ამგვარი გართულების მიზეზი სხვა დამოუკიდებელი მდგომარეობა იყოს.

„პაციენტი სარიანიმაციო განყოფილებაში იმყოფება, მისი მდგომარეობა ძალიან საყურადღებოა, კონკრეტულად რა დიაგნოზთან გვაქვს საქმე, არ არის სატელევიზიო საუბრის თემა. შემიძლია, დავადასტურო, რომ მდგომარეობა მძიმეა. ასეთ შემთხვევაში რთული რეაქციის გამომწვევი მიზეზი არის მძიმე ალერგიული რეაქცია, რომელიც ბრიტანეთის მონაცემების მიხედვით, „ასტრაზენეკას“ შემთხვევაში 5 მილიონიდან აღწერილია 41 შემთხვევა, უიშვიათესი გართულებაა, სავარაუდოდ, ამასთან გვაქვს საქმე, თუმცა არ გამოვრიცხავთ, რომ იყოს სხვა დამოუკიდებელი მდგომარეობა, რამაც შეიძლება, გამოიწვია მდგომარეობის გართულება, უნდა დაველოდოთ ექსპერტების დასკვნას“, აღნიშნა თამარ გაბუნიამ.

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის თქმით, ახალციხეში კოვიდზე აცრილ ექთანს მძიმე გვერდითი რეაქცია განუვითარდა.