საქართველო

თავდაცვის მინისტრის მოადგილემ დაშავებული სამხედროები მოინახულა

ქუთაისში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული სამხედროები თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ზაალ კაპანაძემ მოინახულა.

თავდაცვის მინისტრის მოადგილე პირადად გაესაუბრა სამხედროებს და დაშავებულების ჯანმრთელობის მდგომარეობას ადგილზე გაეცნო. ზაალ კაპანაძის განცხადებით დაშავებულების მდგომარეობა სტაბილურია.

ავტოსაგზაო შემთხვევა ქუთაისი-ხონის დამაკავშირებელ გზაზე მოხდა. სამოქალაქო მიკროავტობუსი, რომელსაც კონტრაქტორი სამხედროები გადაჰყავდა, მსუბუქ ავტომობილს შეეჯახა და გადაბრუნდა. საავადმყოფოში გადაყვანილი 15 სამხედრო მოსამსახურიდან 6 მალევე გაეწერა, ხოლო დანარჩენი სამხედროები, რომლებსაც მსუბუქი ტრავმები აღენიშნებათ, სამედიცინო დაწესებულებას უახლოეს დღეებში დატოვებენ.

შემთხვევას შინაგან საქმეთა სამინისტრო იძიებს.