საქართველო

ზუგდიდში ერთ ადამიანს კორონავირუსი დაუდასტურდა

ზუგდიდში კორონავირუსის ერთი შემთხვევა გამოვლინდა, – ინფორმაციას ზუგდიდის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი ავრცელებს.

ცენტრის ცნობით, ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში 292 ტესტი ჩატარდა. ტესტირების შედეგად, 291 უარყოფითი პასუხია და ერთი დადებითი.

მამაკაცი ზუგდიდიში შიდა ქართლიდან ჩავიდა. მოკვლეულია მისი ორი კონტაქტი და ორივე გადაყვანილია კარანტინში.