საქართველო

ზემო ფონიჭალაში აფეთქების შედეგად ნანგრევებში მოყოლილი დედა-შვილი გარდაცვლილი იპოვეს

თბილისში, ზემო ფონიჭალაში მომხდარი აფეთქების შედეგად საცხოვრებელი კორპუსის ნანგრევებში მოყოლილი ახალგაზრდა ქალი და მისი მცირეწლოვანი შვილი გარდაცვლილები იპოვეს.

მაშველებმა ცხედრები ნანგრევებიდან ცოტა ხნის წინ ამოიყვანეს.

სამძებრო სამუშაოები, დაახლოებით შვიდი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა.