საქართველო

ზემო ფონიჭალაში აფეთქების შედეგად საცხოვრებელი კორპუსის ნაწილი ჩამოინგრა – არიან დაშავებულები

თბილისში, ზემო ფონიჭალაში მომხდარი აფეთქების შედეგად საცხოვრებელი კორპუსის ნაწილი ჩამოინგრა.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, კორპისის მე-3 და მე-4 სართულების ჩამოგრევის შედეგად, 3 ადამიანი დაშავდა.

ადგილზე მობილიზებულია სახანძრო-სამაშველო ჯგუფები და ყველა შესაბამისი სამსახური.

აფეთქება, სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის გაჟონვამ გამოიწვია.