საქართველო

ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობის გამო, გერმანიამ შესაძლოა, რუსეთს სანქციები დაუწესოს

ბერლინში საქართველოს მოქალაქის, ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობის გამო, გერმანიამ რუსეთს შესაძლოა, სანქციები დაუწესოს. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია გერმანულ გაზეთ „შპიგელზე“ დაყრდნობით ავრცელებს.

გერმანიის ხელისუფლება რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების დაწესებას ევროკავშირის პარტნიორებთან ერთად იმ შემთხვევაში გეგმავს, თუ ხანგოშვილის მკვლელობაში ბრალდებულს სასამართლო გაამტყუნებს.

რუსული მედიის ცნობით, „შპიგელი“ წერს, რომ გერმანიის სამთავრობო წრეებში რუსეთის წინააღმდეგ შემზღუდველი ზომების დაწესებას ევროკავშირის პარტნიორებთან ერთად ემხრობიან.