საქართველო

ზაქარია ქუცნაშვილმა განაცხადა, რომ დეპუტატის მანდატის დატოვების გადაწყვეტილება მიიღო

დუშეთის, ყაზბეგისა და თიანეთის გაერთიანებული მაჟორიტარული ოლქის „ქართული ოცნების“ მაჟორიტარმა დეპუტატმა განაცხადა, რომ დეპუტატის მანდატს ტოვებს.

„მე გუშინ საზოგადოებას ბოდიში მოვუხადე… ყველა პოლიტიკოსი ვალდებული ვართ პასუხისმგებლობის ტვირთით ვიცხოვროთ და მით უმეტეს, ჩემთვის, როგორც საქართველოს მოქალაქისთვის, არაფრად ღირს დეპუტატის მანდატი, თუნდაც ქართული საზოგადოების გაღიზიანების სანაცვლოდ და შესაბამისად, მე ვაცნობიერებ ქართული საზოგადოების  გაღიზიანებას. ამის გამო მოვუხადე მას ბოდიში. ამავდროულად, როგორც ადამიანი და როგორც კაცი, ვფიქრობ, რომ არ იქნება სწორი, რომ პარლამენტის თავმჯდომარე გადადგეს და ამ პროცესში ჩართული მასპინძელი პირი, ზაქარია ქუცნაშვილი დარჩეს თანამდებობაზე. ეს არ იქნება ჩემი მხრიდან ადამიანურად სწორი საქციელი. მე თანამდებობა არ მაქვს საქართველოს პარლამენტში, ერთადერთი რაც მაქვს, ეს არის თავისუფალი დეპუტატის მანდატი, ამიტომაც მე დღეს ვაცხადებ, რომ მზად ვარ დავტოვო ჩემი დეპუტატის თავისუფალი მანდატი“, განაცხადა ქუცნაშვილმა.