საქართველო

ზალკალიანის განცხადებით, ევროპის საბჭოს მინისტერიალი, თბილისის ნაცვლად, სტრასბურგში გაიმართება

ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის 130-ე სესია, თბილისის ნაცვლად, სტრასბურგში გაიმართება. აღნიშნულის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა ბრიფინგზე განაცხადა.

ზალკალიანის თქმით, გადაწყვეტილება სტრასბურგში, მინისტრთა მოადგილეების კომიტეტის დღევანდელ სხდომაზე მიიღეს.

საქართველოს თავმჯდომარეობის ფარგლებში, ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის 130-ე სესია მაისში თბილისში უნდა გამართულიყო, თუმცა გაურკვევლობა შეიქმნა რუსეთის დელეგაციის, მათ შორის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვის სესიაში შესაძლო მონაწილეობასთან დაკავშირებით. კერძოდ, საუბარია ოკუპაციის შესახებ საქართველოს კანონზე, რომლის პირობებიც სერგეი ლავროვს დარღვეული აქვს.