საქართველო

ზაზა სოფრომაძემ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის და სოციალური მომსახურების სააგენტოს თავმჯდომარის პოსტი დატოვა

ზაზა სოფრომაძემ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის და სოციალური მომსახურების სააგენტოს თავმჯდომარის თანამდებობა „პირადი განცხადების საფუძველზე“ დატოვა.

უწყების ცნობით, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრს, დავით სერგეენკოს ორი ახალი მოადგილე ჰყავს. მინისტრის პირველი მოადგილის თანამდებობას პროფესორი ზაზა ბოხუა დაიკავებს, რომელიც ამ დრომდე თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის დიპლომისშემდგომი სამედიცინო განათლებისა და უწყვეტი პროფესიული განვითარების ინსტიტუტის დირექტორი იყო.

ჯანდაცვის მინისტრის ახალი მოადგილე გახდა მიხეილ დუნდუა, რომელიც სოფრომაძის მსგავსად ასევე სოციალური მომსახურების სააგენტოსაც უხელმძღვანელებს. მიხეილ დუნდუა დღემდე თსუ ანალიზისა და პროგნოზირების ცენტრის აღმასრულებელი დირექტორი იყო.