პარლამენტის შენობასთან ამ დროისთვის სიმშვიდეა. შენობასთან რამდენიმე კარავია გაშლილი და აქციის ორგანიზატორები დღის 4 საათისთვის მასშტაბური მიტინგის გასამართად ემზადებიან.
კარვები პარლამენტის შენობასთან, გამთენიისას გაიშალა. აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა ზვიად კუპრავამ დილის 2 საათზე განაცხადა: „4 საათზე ვიწყებთ ძალიან მხურვალე აქციას – ზაზას გვერდით მთელი საქართველო!“ მან დასძინა, რომ ამ დროისთვის თბილისში მოქალაქეები რეგიონებიდანაც, მათ შორის სამეგრელოდან და აჭარიდან ჩამოვლენ.
ზაზა სარალიძე და მისი მხარდამჭერები საქართველოს პრემიერ მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის და მთელი მთავრობის გადადგომას და ასევე ხორავას ქუჩის სისხლიან ინციდენტში ჩართული პროკურატურის მაღალჩინოსნების დასჯას მოითხოვენ.