ევროპა, მსოფლიოს ახალი ამბები

ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ უკრაინაში სპეცოპერაციის დინამიკა დადებითია და ყველაფერი გეგმის ფარგლებში ვითარდება

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ უკრაინაში სპეციალური ოპერაციის დინამიკა დადებითია და ყველაფერი თავდაცვის სამინისტროსა და გენერალური შტაბის გეგმის ფარგლებში ვითარდება. ამის შესახებ პუტინმა ტელეარხ „Россия 1“-ის პროგრამაში „Москва. Кремль. Путин“ – განაცხადა.

„ყველაფერი თავდაცვის სამინისტროსა და გენერალური შტაბის გეგმის ფარგლებში ვითარდება. და ვიმედოვნებ, რომ ჩვენი მებრძოლები კიდევ არაერთხელ გაგვახარებენ საბრძოლო საქმის შედეგებით“, – თქვა რუსეთის პრეზიდენტმა.

პუტინის განცხადებამდე, რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ გამოაცხადა, რომ 14 იანვარს რუსულმა შეიარაღებულმა ძალებმა უკრაინის სამხედრო მართვის სისტემასა და მასთან დაკავშირებულ ენერგო ობიექტებზე დარტყმები განახორციელა. უწყების ცნობით, მიზანში ამოღებული ყველა ობიექტი განადგურებულია და მიზნები მიღწეულია.

რუსეთს თავდაცვის უწყებამ ამ კვირაში ასევე განაცხადა, რომ 12 იანვარს ქალაქ სოლედარის გათავისუფლების ოპერაცია დაასრულა. რუსეთისთვის აღნიშნულ ქალაქს დიდი მნიშვნელობა აქვს ოკუპირებული დონეცკის მიმართულებით წარმატებული შეტევისთვის.

guardian.ge