ევროპა, მსოფლიოს ახალი ამბები

ვლადიმერ პუტინი სოჭში ალექსანდრ ლუკაშენკოს შეხვდა

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა სოჭის რეზიდენციაში ბელარუსის ლიდერთან ალექსანდრ ლუკაშენკოსთან შეხვედრისას განაცხადა, რომ კრემლი მხარს უჭერს იმას, რომ ბელარუსები თავად, ყოველგვარი გარე წნეხისა და ზეწოლის გარეშე მშვიდ გარემოში, ერთმანეთთან დიალოგით მივიდნენ საერთო გადაწყვეტილებამდე.

„ჩვენ ვუყურებთ, რა თქმა უნდა, ყველამ ვიცით, რა ხდება ბელარუსში, და შიდაპოლიტიკური მოვლენები, ზუსტად ამ არჩევნებთან დაკავშირებული. თქვენ ჩვენი პოზიცია კარგად იცით. ჩვენ მხარს ვუჭერთ იმას, რომ ბელარუსები თავად, ყოველგვარი გარე წნეხისა და ზეწოლის გარეშე, მშვიდ რეჟიმში და ერთმანეთთან დიალოგით გაერკვნენ ამ მდგომარეობაში და მივიდნენ საერთო გადაწყვეტილებამდე, როგორ განაგრძონ შემდგომში თავიანთი საქმიანობა“, განაცხადა პუტინმა.

მან ასევე ლოგიკური და დროული უწოდა ლუკაშენკოს წინადადებას დაიწყოს ქვეყნის კონსტიტუციაზე მუშაობა. პუტინმა ხაზი გაუსვა, რომ მოსკოვი ერთგული რჩება ბელარუსთან ყველა შეთანხმებასა და თანამშრომლობის ასპექტზე.

მან ასევე გაიხსენა, რომ რუსეთი ყველაზე მსხვილ ინვესტორად რჩება ბელარუსისთვის და დაამატა, რომ მოსკოვი შეასრულებს 1,5 მილიარდი დოლარის სესხის შეთანხმებას. პუტინის სიტყვებით, რუსეთმა და ბელარუსმა უნდა აღადგინონ სავაჭრო ბრუნვა, რომელიც პანდემიის დროს შემცირდა.

GUARDIAN.GE