ევროპა, მსოფლიოს ახალი ამბები

ვლადიმერ პუტინის პრესსპიკერი დიმიტრი პესკოვი კორონავირუსითაა ინფიცირებული და საავადმყოფოში მკურნალობს

რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის პრესსპიკერს, დიმიტრი პესკოვს კორონავირუსით ინფიცირება დაუდგინდა. „დიახ, მე ავად ვარ და ვმკურნალობ“, განაცხადა მან როგორც ამას BBC რუსული ახალი ამბების სააგენტო „ინტერფაქსზე“ დაყრდნობით იტყობინება. 52 წლის პესკოვს არ უთქვამს თუ რამდენად სერიოზულია მისი მდგომარეობა.

ამ დროისთვის არაფერი თქმულა იმის თაობაზე თუ როდის იყო ბოლოს ახლო ურთიერთობაში იგი პრეზიდენტ პუტინთან, რომელიც აპრილის შემდეგ მოსკოვის ახლოს მდებარე რეზიდენციაში თვითიზოლაციაში იმყოფება და მხოლოდ ერთხელ, 9 მაისს დაარღვია თვითიზოლაცია, როცა მოსკოვში ფაშიზმზე გამარჯვების 75-ე წლისთავისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა.

აპრილის მეორე ნახევარში კორონავირუსი რუსეთის პრემიერ მინისტრს, მიხეილ მიშუსტინს დაუდასტურდა და იგი სამკურნალოდ საავადმყოფოში გადაიყვანეს.

რუსეთში ბოლო კვირის განმავლობაში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ რეკორდულად იმატა და ახლა იგი უკვე მეორე ადგილზეა ამერიკის შეერთებული შტატების შემდეგ, თუმცა სიკვდილიანობა ამერიკისაგან განსხავებით, სადაც ვირსუმა 80 000-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, იქ გაცილებით დაბალია.

GUARDIAN.GE