საქართველო

ვიდეო – ვანო მერაბიშვილი: გადამაფარეს და ისე წამიყვანეს ციხის საკნიდან ღამე, მიმიყვანეს ფარცხალაძესთან

პატიმრობიდან გათავისუფლებული ვანო მერაბიშვილი იხსენებს, თუ როგორ გაიყვანეს ციხის საკნიდან „გადაფარებულ“ მდგომარეობაში და როგორ მიიყვანეს იმჟამინდელ გენერალურ პროკურორთან, ფარცხალაძესთან.

„მთავარ არხთან“ ინტერვიუში სააკაშვილის ხელისუფლების გავლენიანი შინაგან საქმეთა მინისტრი, შემდეგ პრემიერ მინისტრი, აცხადებს, რომ ექსპრეზიდენტის წინააღმდეგ ჩვენების მიცემის სანაცვლოდ მას საქართველოდან თავისუფლად გაშვებას და „მოპარული ფულის“ გატანას ჰპირდებოდნენ.

„მე ვარ გაკვირვებული და შეურაცხყოფილი, როცა მე გამიყვანეს ციხის საკნიდან… გამიყვანეს ღამე, მიმიყვანეს ფარცხალაძესთან, ახლა დეტალებს არ მოვყვები, იქ სასჯელაღასრულების დეპარტამენტის უფროსი იყო, ამაზე ვისაუბრე, შემომთავაზა, რომ მე საქართველო დამეტოვებინა და იმისათვის, რომ დამეტოვებინა საქართველო, მე უნდა მიმეცა, მე უნდა მეთქვა, რომ ჩვენი მთავრობის დროს მოხდა ჟვანიას მკვლელობა, რომ მემხილებინა სააკაშვილი, რომ სააკაშვილს მილიონები აქვს შვეიცარიის ბანკში თუ რაღაც, რა ვიცი, შვეიცარიისა თუ სხვების, რა ვიცი, სიმართლე გითხრათ, უფრო კონკრეტულად რას ითხოვნდნენ, იქამდე საქმე აღარ მისულა იმიტომ, რომ როცა მივხვდი ტონალობაში, შემოთავაზება როცა დაიწყო, მე ვუთხარი რომ არასერიოზულია მათი მხრიდან ეს. მე შეურაცხყოფილი დავრჩი იმით, რატომ ჩათვალეს რომ შეიძლებოდა ამაზე დალაპარაკება… სანაცვლოდ მპირდებოდნენ, რომ მე გამიშვებდნენ საქართველოდან თავისუფლად, მოპარულ ფულს გამატანინებდნენ ასე ვთქვათ… შეურაცხყოფილი დავრჩი იმით, რომ გადამაფარეს და ისე წამიყვანეს, გადაფარება რაში სჭირდებოდათ, ვერ მივხვდი… ის (ფარცხალაძე) მიხვდა, რომ არაფერი არ მოხდებოდა“, განაცხადა ვანო მერაბიშვილმა.

GUARDIAN.GE