საქართველო

[ვიდეო] ამირან გამყრელიძე: ეპიდემიის შეკავების მთავარი მექანიზმი გახლავთ სოციალური დისტანცირება

„საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტებმა წარმოადგინეს თავიანთი ხედვა ე.წ. მათემატიკური მოდელირების მაგალითების, სხვადასხვა ვერსიები ეპიდემიის შესაძლო განვითარებასთან დაკავშირებით ჩვენს ქვეყანაში“, განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში პრემიერ მინისტრთან გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ, სადაც საქართველოში კორონავირუსის გავრცელების შეკავების პროცესში გადადგმული ნაბიჯები და ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტებთან განიხილეს.

ამირან გამყრელიძემ აღნიშნა, რომ ახალი კორონავირუსის ეპიდემიის შეკავების მთავარი მექანიზმი სოციალური დისტანცირებაა.

„ჩვენ შევჯერდით მთელ რიგ საკითხებზე. პრინციპული შეთანხმება გახლავთ ის, რომ რაც დღემდე ქვეყანამ გადადგა ნაბიჯები, მხედველობაში მაქვს ინფექციის შეკავებასთან და ეპიდემიის შეკავებასთან დაკავშირებით, ეს ყველაფერი სწორია; რომ განსაკუთრებული ყურადღება უნდა გამახვილდეს ამ შეკავების მექანიზმების აღსრულებაზე და მის მონიტორინგზე, თუ რამდენად სწორად ხორციელდება აღსრულება იმისა, რასაც მთავრობა დღეს ადგენს, რეკომენდაციას აძლევს მოსახლეობას. მხედველობაში მაქვს სასწავლო პროცესის შეწყვეტა, ფრენების შეწყვეტა, მთელი რიგი დაწესებულებების მუშაობის შეჩერება, არის ეს სავაჭრო დაწესებულებები თუ ა.შ და რომ ძალიან მნიშვნელოვანია ამ ყველაფრის მონიტორინგი, რომ ეს ყველაფერი უნდა აღსრულდეს, რამეთუ ეპიდემიის შეკავების მთავარი მექანიზმი გახლავთ სოციალური დისტანცირება ანუ სოციალური დისტანცირება იგივე ექსპერტების მიერ ჩაითვალა, როგორც ყველაზე უფრო მძლავრი მექანიზმი  ეპიდემიის შენელების და ეპიდემიის გავრცელების პრევენციის.

„ამავე დროს გავამახვილეთ ყურადღება ზოგადად ტესტირებაზე, თუ ვის უნდა ჩაუტარდეს ტესტირება, როგორ უნდა ჩაუტარდეს. მე უკვე მოგახსენეთ, რომ დღეს ქვეყანაში გამოკვლეულია1 126 ნიმუში. თავიდან, თებერვლის დასაწყისში ტესტირება დავიწყეთ „ლუგარის ცენტრში“, შემდეგ, ბოლო 2 კვირაა, მოვახდინეთ მისი დეცენტრალიზაცია და დღეს უკევ ტესტირებას აწარმოებენ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ქუთაისის და ბათუმის დეპარტამენტები, ასევე ცენტრალუირ ინფექციური საავადმყოფო და შევთანხმდით ექსპერტებთან ერთად, რომ  მოხდეს უფრო მეტად განვრცობა, გეოგრაფიული ხელმისაწვდომობა ტესტირებაზე და რომ ტესტირების საშუალება, იქნება ეს სწრაფი თუ ოქროს სტანდარტი, რომელსაც წარმოადგენს „პი-სი-არ“ ტექნოლოგია, რომ ხელმისაწვდმი იყოს უფრო ფართოდ კლინიკებისთვის და მოსახლეობისთვის. ამასთან დაკავშირებით სახელმწიფო მუშაობს, მიმდინარეობს მოლაპარაკებები.

„მე რამდენიმეჯერ მოგახსენეთ, რომ დაავადებათა კონტროლის ცენტრს გვაქვს მარაგი ტესტებისა, რომლითაც ვაწარმოებთ ამ რთული მოლეკულური ტექნოლოგიებით კვლევას. არც ერთ შემთხვევაში ტესტზე უარი არ თქმულა იქ, სადაც საჭიროა და როდესაც ტესტირებისთვის მოთხოვნა ჯდება დღევანდელი შემთხვევის განსაზღვრის სტანდარტში, და ყველას უტარდება ეს, მაგრამ გასაგებია ჩემთვის, რომ მოსახლეობისგან უფრო მეტი მოთხოვნაა და ამასთან დაკავშირებით ინტენსიურად ვმუშაობთ, რომ ქვეყანას გარდა „პი-სი-არ“ ტექნოლოგიებისა ჰქონდეს ის ახალი, რაც ყოველდღიურად ჩნდება მსოფლიოში. ეს გახლავთ სწრაფი ტესტები, როგორც ანტიგენზე დამყარებული, ისე ანტისხეულზე დამყარებული და ამაზე სერიოზული მუშაობა მიდის, რომ სწრაფად იქნეს ქვეყანაში რეგისტრირებული და შემოტანილი ეს ტესტები“, განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

GUARDIAN.GE