საქართველო

ვენეციის კომისიის პრეზიდენტი ჯანი ბუკიკიო სალომე ზურაბიშვილს პრეზიდენტად არჩევას ულოცავს

ვენეციის კომისიის პრეზიდენტი ჯანი ბუკიკიო სალომე ზურაბიშვილს პრეზიდენტად არჩევას ულოცავს.

„ძვირფასო ქალბატონო სალომე, დიდად სასიამოვნო იყო იმ ამბის გაგება, რომ თქვენ საქართველოს პრეზიდენტად აგირჩიეს.

ეს არჩევნები საქართველოსთვის გამორჩეულად მნიშვნელოვანი იყო იქიდან გამომდინარე, რომ საქართველოს პრეზიდენტი ხალხის მიერ პირდაპირ წესით ბოლოჯერ იქნა არჩეული.

ძალიან კარგად მახსოვს ჩვენი კარგი თანამშრომლობა, როდესაც თქვენ საგარეო საქმეთა მინისტრი იყავით. დარწმუნებული ბრძანდებოდეთ, რომ ვენეციის კომისია ყოველთვის მზად იქნება მხარი დაუჭიროს საქართველოს ხელისუფლების ძალისხმევებს განახორციელოს რეფორმები, რომელიც თქვენი ქვეყნის გადაწყვეტილებით, ევროპული ინტეგრაციის გზისკენ მიმავალ არჩევანს წარმოადგენს”, ნათქვამია ბუკიკიოს წერილში.