მსოფლიოს ახალი ამბები, სამხრეთ ამერიკა

ვენესუელას საპრეზიდენტო არჩევნებში ნიკოლას მადურომ მეორე ვადით გაიმარჯვა

ნიკოლას მადურომ  ვენესუელას საპრეზიდენტო არჩევნებში მეორე ვადით გაიმარჯვა და მომავალი 6 წლის ვადით ქვეყნას კვლავ იგი უხელმძღვანელებს.

როგორც BBC იუწყება, საკვების დეფიციტის და მძიმე ეკონომიკური კრიზისის პირობებში ამომრჩეველთა აქტივობა დაბალი იყო და საარჩევნო უბნებთან ხმის მისაცემად ამომრჩეველთა მხოლოდ 46 პროცენტი გამოცხადდა.

ოპოზიციის მთავარმა კანდიდატმა, ჰენრი ფალკონმა შედეგების აღიარებაზე უარი განაცხადა და თქვა, რომ არჩევნები გაყალბდა.

„ჩვენ არ ვაღიარებთ ამ საარჩევნო პროცესს კანონიერად. ჩვენ უნდა ჩავატაროთ ახალი არჩევნები ვენესუელაში“, განაცხადა მან.

ხმების 90%-ზე მეტი დათვლილია და 55 წლის მადუროს 67.7% – 5.8 მილიონი ხმა აქვს მიღებული, როგორც ეს ეროვნული საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ, თიბისეი ლუსენამ განაცხადა. მისივე თქმით, ფალკონს მიღებული აქვს 21.2%  – 1.8 მილიონი ხმა.