საქართველო

ვასილ მაღლაფერიძე „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობას ტოვებს

ვასილ მაღლაფერიძე პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობას ტოვებს და ამის მიზეზად ჯანმრთელობის მდგომარეობას ასახელებს.

„მაინც, ყოველი შემთხვევისთვის, რამე სულელური ვერსიები რომ არ გაჩნდეს, ვინაიდან ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო გარკვეული პერიოდის განმავლობაში ვერ შევძლებ საჯარო კომუნიკაციას, ვტოვებ პარტიაში ჩემს თანამდებობას. პოლიტიკური გემოვნება და შეხედულებები არ მეცვლება. თუ საჭირო გახდა, გაცდენები რომ საპატიოდ ჩამეთვალოს, ცნობასაც წარმოვადგენ!“ – წერს Facebook-ზე ვასილ მაღლაფერიძე.