საქართველო

ვარკეთილში, საცხოვრებელ ბინაში ჩაკეტილ შეიარაღებულ პირთან სამართალდამცველები მოლაპარაკებას აწარმოებენ

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფროსის ვაჟა სირაძის განცხადებით, ვარკეთილის ერთ-ერთ საცხოვრებელ ბინაში ჩაკეტილ პირთან სამართალდამცველები მოლაპარაკებას აწარმოებენ.

როგორც ის აღნიშნავს, ამ ეტაპისათვის მამაკაცი შეიარაღებულია და ის, სავარაუდოდ, ნასვამ მდგომარეობაში იმყოფება.

„მან მოახდინა რამდენიმე გასროლა უმისამართოდ, სამართალდამცველები არიან პერიმეტრზე მობილიზებული, მოსახლეობის უსაფრთხოება დაცულია. ამჟამად მიმდინარეობს მოლაპარაკებები. არავინ არ არის დაშავებული, კონკრეტულად არავის მიმართ არ განუხორციელებელია გასროლაა. ოჯახის წევრები, შვილები, მეუღლე არიან უსაფრთხოდ. ის მარტო არის ჩაკეტილი. ამ ეტაპისთვის მიმდინარეობს  მოლაპარაკებები, როგორც პირადად ასევე სატელეკომუნიკაციო საშუალებით. მას არანაირი მოთხოვნა არ აქვს“, – განაცხადა ვაჟა სირაძემ.