საქართველო

ვარკეთილის ბაზრობის მოვაჭრეებს ალტერნატიულ სავაჭრო ფართებს გამოუყოფენ და წლის ბოლომდე გადასახადისგან გაათავისუფლებენ

თბილისის საკრებულოს სამგორის რაიონის მაჟორიტარი ვარკეთილში ბაზრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელებს შეხვდა. მათი გადაწყვეტილებით, მოვაჭრეებს ალტერნატიულ სავაჭრო ფართებს გამოუყოფენ და წლის ბოლომდე გადასახადისგან გაათავისუფლებენ.

თბილისის მერის, ანდრია ბასილაიას განცხადებით კი, ვარკეთილის ბაზრობაზე ხანძრის შედეგად ზარალის დასადგენად სპეციალური ჯგუფი არის შექმნილი. მისივე თქმით, ზარალის დადგენის შემდეგ მაქსიმალურად მოხდება დაზარალებულების დახმარება.