საქართველო

ვაჟა ზურნაჩიან: წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ აშკალის საჯარო სკოლა სწავლების დისტანციურ რეჟიმზე გადავიდა

წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ აშკალის სომხური საჯარო სკოლა საარჩევნო პროცესიდან გამომდინარე სწავლების დისტანციურ რეჟიმზე გადავიდა.

როგორც GUARDIAN.GE-ის სკოლის დირექტორმა, ვაჟა ზურნაჩიანმა განუცხადა, სკოლის შენობაში საარჩევნო უბანია გახსნილი და ამის გამო, სასწავლო პროცესი დღეიდან უკვე დისტანციურად მიმდინარეობს.

„დღეიდან სკოლა დაკეტილია. 1 კვირით, 4 ნოემბრამდე ონლაინ სწავლების გზით გრძელდება სასწავლო პროცესი. ასეთი სწავლების გამოცდილება უკვე გვაქვს და ამაში პრობლემას ვერ ვხედავ. მთავარი ისაა, რომ სოფელ აშკალაში და მის საჯარო სკოლაში დღემდე კორონავირუსის არც ერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა, რაც საშუალებას გვაძლევს სწავლა საკლასო ოთახებში გავაგრძელოთ. არჩევნების დასრულების შემდეგ, მეორე დღიდანვე სკოლას დეზინფექციას ჩავუტარებთ და ოთხშაბათიდან სწავლების ჩვეულ რეჟიმს დავუბრუნდებით“, უთხრა GUARDIAN.GE-ის სკოლის დირექტორმა, ვაჟა ზურნაჩიანმა.