საქართველო

ვანის მუნიციპალიტეტში ტიციან ტაბიძის იუბილე აღინიშნა

ვანის მუნიციპალიტეტში ტიციან ტაბიძის 123–ე იუბილესადმი მიძღვნილი ღონისძიებები პოეტის ძეგლის პატივგებით დაიწყო. ძეგლი გვირგვინით იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის–გუბერნატორის მოადგილემ იოსებ ხახალეიშვილმა, ვანის მუნიციპალიტეტის მერმა ალექსანდრე გოგორიშვილმა და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებმა შეამკეს, შემდეგ კი მოწვეულმა სტუმრებმა ჭყვიშში, ტაბიძეების სახლ–მუზეუმში გადაინაცვლეს, სადაც ახალგაზრდებმა მხატვრულ–ლიტერატურული კომპოზიცია წარმოადგინეს. პერფორმანსით ტიციან ტაბიძის ცხოვრება და შემოქმედება, მის მშობლიურ მხარეში, კიდევ ერთხელ გაიხსენეს.

პოეტის იუბილე ვანის კულტურის ცენტრში, ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის სპექტაკლით – “ბულბულის ნისკარტი”, დასრულდა.

ინფორმაციას იმერეთის სამხარეო ადმინისტრაცია ავრცელებს.